პარასკევი, 2024-04-19, 6:32 AM
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
WwW.HaRd.dO.Am
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტზე შესვლა
კატეგორიები
ნიჯიერი
შუა ქალაქში
Comedy შოუ
მინი ჩატი
SKYPE: AmIkO__93
მთავარი » ფაილები » ვიდეოები » ნიჯიერი

ნიჭიერი 1-2 სერია
2010-02-17, 9:06 PM
შოუს შესახებ:

Got Talent ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც სიმონ კოუელის კომპანია SIYO-მ შეიმუშავა. დღესდღეობით შოუ 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. 2010 წლის პირველი თებერვლიდან კი ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეემატება – შოუს ჩვენთან "ნიჭიერი” ჰქვია.

"ნიჭიერის” შესარჩევი კასტინგი საქართველოს 24 ქალაქში ჩატარდა და მონაწილეობა დაახლოებით 7 ათასმა ადამიანმა მიიღო.
შოუში არ არის ასაკობრივი შეზღუდვა – "ნიჭიერის” ყველაზე პატარა მონაწილე – 3 წლის, ხოლო ყველაზე ასაკოვანი – 86 წლისაა.

"ნიჭიერი” ერთადერთი შოუა, სადაც კასტინგებს ესწრება ცოცხალი აუდიტორია.

პირველი ეტაპი

მონაწილე წარსდგება დარბაზისა და ჟიურის წინაშე. ნომრის მიმდინარეობისას ჟიურის წევრებს შეუძლიათ გამოხატონ უკმაყოფილება და დააჭირონ წითელ იქსს. თუ სამივე იქსი წითლად აინთო, ამ შემთხვევაში ნომერი წყდება.
ჟიური მონაწილეს აფასებს ერთი სიტყვით: "კი” ან "არა”. შემდეგ ტურში გადასასვლელად მონაწილემ უნდა მიიღოს ორი ან სამი "კი”.
მეორე ეტაპი

პირველი ტურის დასრულების შემდეგ ჟიურის სამივე წევრი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად იკრიბება. ისინი კიდევ ერთხელ გადახედავენ იმ კონკურსანტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ტური და გადაწყვეტენ, იმსახურებს თუ არა ესა თუ ის მონაწილე ნახევარფინალში მოხვედრას.

ნახევარ-ფინალი

"ნიჭიერის” 5 ნახევარ-ფინალი კონცერტის სახით გადაიცემა პირდაპირ ეთერში. თითო ნახევარ-ფინალიდან ფინალში გადადის ორი მონაწილე: ერთი ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს კონკურსის მსვლელობისას, ხოლო მეორე ფინალისტს ჟიური შეარჩევს.
ფინალი

ნახევარ-ფინალებში გამარჯვებული 10 კონკურსანტი ერთმანეთს ფინალურ კონცერტზე შეხვდება. ამჯერად მათი ბედი მთლიანად მაყურებლის ხელთაა – "ნიჭიერის” გამარჯვებული და ბინის მფლობელი ის მონაწილე გახდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

წამყვანები:

შოუს ფორმატი ისეთია, რომ წამყვანების ტექსტი, ემოციები, წინასწარ არ არის გათვლილი. იმ მომენტში ხდება ყველაფერი და მე თამამად შემიძლია ვთქვა – თიკამ და ვანიკომ ძალიან კარგად გაართვეს თავი! არიან საკმარისად ემოციურები, არც მეტი და არც ნაკლები. კარგი წამყვანური წყვილია, შეიძლება ფორმატის დამსახურებაც არის, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ქართულ ტელესივრცეში ასე არ მომწონებია შოუს წამყვანები.

ჟიური:

ჟიურის როლი ძალიან დიდია ამ პროექტის ყველა ანალოგში. ხშირად, მხოლოდ მათი რეაქციების სანახავად უყურებს მაყურებელი შოუს. ამ მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გულუხვობა გამოჩინეს გეგამ, მაიამ და ნიკამ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა ამრეზით ვუყურებდ ჟიურის ამ შემადგენლობას, მაგრამ გადაცემის ყურების დროს მივხვდი, რომ ყველაფერი სწორად იყო შერჩეული. განსაკუთრებით ვხალისობდი ნიკა მემანიშვილის რეაქციაზე, როცა "ღიმილი მაჩუქე კარგო”-ს ყურების დროს გაბრაზდა და გაებუტა გეგას და მაიას – რატომ გადაიყვანეთ მეორე ტურშიო (ისე, სიმართლე გითხრათ მეც არ მომეწონა, რომ მეორე ტურში გადაიყვანეს. კი, სახალისო იყო, მაგრამ სა-მეორეტურო – ნამდვილად არა)

განსაკუთრებული აჟიოტაჟი ინტერნეტში გულნაზი გოლეთიანმა გამოიწვია. მას უკვე "ქართველ სუზან ბოილს” ეძახიან. სუზან ბოილი ალბათ ყველამ იცით, "ნიჭიერი”-ს ბრიტანული ანალოგის, britain’s got talent-ის ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელმაც თავიდან ზუსტად ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურიზე, როგორიც გულნაზი გოლეთიანმა. ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ ეს ქალი ასეთი შესაძლებლობების მქონე იქნებოდა. ნიკა მემანიშვილმა თქვა – მოსმენის დროს, გინდებოდა გეტირაო. მეც ძალიან ამიჩუყდა გული, მართლა საოცარი ხმა აქვს.


ირაკლი ძამუკაშვილი სიმღერით "ღიმილი მაჩუქე, კარგო!”

სიმღერის ტექსტი:
მაჩუქე, მაჩუქე…
ღიმილი მაჩუქე, კარგო,
ღიმილი ნუ გენანება!
შენი ლამაზი ღიმილი
მე სულ თვალწინ მელანდება!
მე სულ თვალწინ მელანდება!

შენი ლამაზი თვალები
ჩემს დამონებას ელიან!
ჩემი თვალები შენს სითბოს
და ღიმილს კვლავ მოელიან!
და ღიმილს კვლავ მოელიან!

მაჩუქე ღიმილი!
ან სითბო,ან ცრემლი.
შენს სითბოს,სიყვარულს
და ღიმილსკვლავ ველი.

მაჩუქე, მაჩუქე,
შენი ლამაზი ღიმილი!!!
კატეგორია: ნიჯიერი | დაამატა: amiko
ნანახია: 2894 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 1
1 genad  
0
mogesalmebit zaan mogvwons nijieri da saertod nijieris programa kmakofilebi vart agretve jiuris musaobit magram ufro metad kmakofilebi viknebit tu batoni levan savaze moigebs cven darwmunebulebi vart ro gaimarjvebs cven gvjera misi madlobt....

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძიება
COUNTER STRIKE
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელი
MYTOP.GE

| WwW.HaRd.dO.Am © 2024 | Free site builder - uCoz |